ბერძნულმა ავიაკომპანია Aegean Airlines-მა მგზავრებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა დაუშვა. კომუნიკაცია უზრუნველყოფილია სპეციალური მიმღებით, რომელიც მიწაზე სიგნალს თანამგზავრების საშუალებით გადასცემს. ახალი აღჭურვილობა ჯერჯერობით დამონტაჟდა Airbus A320 ოჯახის 7 საშუალო მაგისტრალურ თვითმფრინავზე. აღნიშნული მოდიფიკაციის თვითმფრინავს კი Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის რეისებზეც ხშირად იყენებს.
Aegean Airlines-ი მგზავრებს სამი სახის ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს:
პაკეტი “Free 10”, რომელიც საშუალებას იძლევა 10 წუთის განმავლობაში იყოთ ონლაინ, რათა გაგზავნოთ შეტყობინებები ან გახსნათ სხვადასხვა ინტერნეტ გვერდები.
პაკეტი “Text & Sur” – ღირებულება 4 ევრო, რომელსაც აქვს 1,5 MB სიჩქარის ლიმიტი.
პაკეტი “Stream”, რომლის ღირებულება 9 ევროა, ინტერნეტის სიჩქარე კი 15 MB-მდე და საშუალებას გაძლევთ უყუროთ ვიდეოს მთელი ფრენის განმავლობაში.
Aegean Airlines-ის რეისებზე დროს ინტერნეტთან წვდომისთვის, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ საბორტე Wi-Fi-ს. თუ მგზავრს არ სურს ინტერნეტში წვდომის საფასურის გადახდა, მას შეუძლია ნახოს ფილმები და სერიალები ლოკალური ქსელიდან.