ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines–ი თბილისის მიმართულებით ათენის გარდა სალონიკიდანაც იწყებს ოპერირებას. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Aegean Airlines–ი სალონიკი-თბილისი-სალონიკის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 1-ლი ივნისიდან დაიწყებს და 22 სექტემბრამდე პერიოდში კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს იფრენს.
ცნობილია, რომ Aegean Airlines–ი ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს და როგორც საბერძნეთის წამყვან საჰაერო კორპორაციას, Aegean Airlines-ს ჯამში 3 ტექნიკური ბაზა აქვს დაარსებული ქვეყნის ტერიტორიაზე და საბერძნეთიდან საერთაშორისო ფრენებს ათენის, ჰერაკლიონისა და სალონიკის ბაზებიდან ახდენს.