ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ყველა საერთაშორისო მიმართულებაზე 30%-მდე ფასდაკლებას აცხადებს.
ფასდაკლება ვრცელდება 8 ოქტომბრამდე დაჯავშნილ ავიაბილეთებზე.
აქციის ფარგლებში შეძენილი ბილეთებით კი მოგზაურობა 2018 წლის 5 ნოემბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე პერიოდში უნდა დაიგეგმოს.
Aegean Airlines-ის ინფორმაციით, 2018 წლის 5 ოქტომბრიდან 14 დეკემბრამდე განხორციელებულ რეისებზე ავიაბილეთების შეძენა 15%-იანი ფასდაკლებაა შესაძლებელი, ხოლო 2019 წლის 8 იანვრიდან 30 მარტამდე დაგეგმილ რეისებზე კი 30%-იანი ფასდაკლებით.
აღსანიშნავია, რომ Aegean Airlines-ი ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც. თბილისიდან Aegean Airlines-ი საერთაშორისო რეისებს ათენის აეროპორტის გავლით ახორციელებს.