ცხელი სეზონის გასატარებლად კიდევ ერთი სასურველი მიმართულება, ცხადია, თურქეთი და მისი კურორტებია. ტურისტების ინტერესს თურქეთის მიმართ განაპირობებს ქვეყნის ადგიმდებარეობა, მისაღები ფასები, კომფორტული ზღვისპირა კურორტები, კლიმატი  და საოცარი სანაპიროები.  აზიისა და ევროპის ზღურბლზე მდებარე თურქეთი ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას    მონაწილეობა მიიღონ  უამრავ სათავგადასავლო სპორტის სახეობაში,  რაც არის მაგალითად, დაივინგი, პარაპლანით დაშვება, ჯომარდობა, ზიპლაინი, სერფინგი და სხვ. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ეს არის  წყლის სპორტის სახეობა – შეჯიბრება სრიალში  ზღვაზე, ოკეანის ზვირთებზე  სპეციალური ფიცრით, რაც არის სერფბორდით. დღეს სწორედ ისეთ ადგილებზე მოგიყვებით თურქეთის, სადაც ძალიან პოპულარულია სპორტის აღნიშნული სახეობა.

ნუ გეგონებათ, რომ სერფინგი აუცილებლად სახიფათო და ექსტრემალურ სრიალს ნიშნავს დიდ ტალღებსა და შტორმში. თუმცა დარწმუნდით, რომ თურქეთში ზღვაზე შესაძლებელია მშვიდ, უმოძრაო ზღვის ზედაპირზეც სრიალი სერფინგის დაფებით. ინსტრუქტორები ადგილზევე უხსნიან ახალბედებს ზღვის ზედაპირზე სრიალის ელემენტარულ წესებს, რაც არც ისე რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით სპორტული არხების ყურებისას გვეჩვენება ხოლმე.

ჩანაქალე

ჩანაქალეს სანაპიროსთან მდებარე გოქჩეადა იდეალური ადგილია მოგზაურთათვის, რომლებსაც სურთ მშვიდი დასვენება და სერფინგი ეგეოსის ზღვაზე.  გოქჩეადა არის  პირველი კუნძული მსოფლიოში, რომელიც Cittaslow-ს წევრი გახდა.  კუნძული 2011 წლიდან ყოველწლიურად ათასობით სერფერს მასპინძლობს. იგი გთავაზობთ შესანიშნავ პირობებს  ვინდსერფინგისთვისაც 300 დღის განმავლობაში. გოქჩეადაზე Aydıncık Beach (სანაპირო)  და საროსის ყურე არის ყველაზე პოპულარულ სასერფინგო ადგილებს შორის, რომლებიც ასევე იდეალურია ვინდსერფინგისთვისაც.

ალაჩათი

ალაჩათი სერფინგისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესი მიმართულებაა. ყოველწლიურად ალაჩათის სანაპიროს ათასობით სერფერი სტუმრობს. დამწყებიც რომ იყოთ, აქ ამ სპორტით ძალიან ისიამოვნებთ. საუკეთესო პერიოდი – მაისიდან ოქტომბრამდეა.

ალაჩათი დაკავშირებულია ჩეშმესთან, რომელიც ასევე ცნობილია საუკეთესო სასერფინგო ადგილად მსოფლიოში. აქ ამინდის შესანიშნავი პირობებია, რაც ხელს უწყობს იდეალურ სერფინგს სპორტის ამ სახეობით გატაცებული ადამიანებისთვის.  ჩეშმესა და ალაჩათში ტურისტებმა უნდა იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობები სერფინგისა და კეიტსერფინგისთვის.  ალაჩათში ასევე ატარებენ სპეციალურ გაკვეთილებსაც სპორტის ამ სახეობის შესასწავლად, რაც არცისე რთულია. უნდა ვთქვათ, რომ  ენერგიით სავსე დღის, სანაპიროზე ზღვის ყურებით  ტკბობისა და მზის ჩასვლის შემდეგ  შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები  იქ არსებულრესტორნებსა და კაფე-ბარებში.

სასერფრინგო ადგილები სამხრეთ ეგეოსში

სერფინგისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა დატჩას რაიონშია, რომელიც ეგეოსის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. აქ სერფინგის მრავალი აქტივობაა ინტეგრირებული, რომელიც გრძელდება მაისიდან სექტემბრამდე. ასევე ბოდრუმიც ძალიან პოპულარულია ამ კუთხით.  ზღვაში საბანაოდ კარგი პერიოდია  აპრილის თვიდან ოქტომბრამდე. მყუდრო და ულამაზეს ყურეებში ყველაფერია თავმოყრილი, რაც კი შესაძლებელია მოისურვოთ  ზღვაზე აქტიური დასვენებისთვის: სერფინგი,  დაივინგი, წყლის თხილამურები, იახტა და სხვა მრავალი აქტივობა. აქ არის სამკილომეტრიანი სასერფინგო ბილიკი, სადაც ქვიშა და არაღრმა წყალი დაგხვდებათ. ამ სპორტით გატაცებული ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ბოდრუმში, სადაც დასვენება მათთვსი უდიდეს შვებასა და განტვირთვას წარმოადგენს. კურორტზე უამრავი კეთილმოწყობილი და მაღალი დონის რესტორანი, კაფე და ბარია.  საინტერესო ექსკურსიები კი თქვენს დასვენებას შემატებენ  განსხვავებულ, შემეცნებით ღირებულებას.

საბოლოოდ, აუცილებლად ეწვიეთ თურქეთის ამ ადგილებს, რადგან ისინი დაუვიწყარ საზღვაო გამოცდილებას მოგცემენ.