თურქეთის ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის სანაპიროები არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებები ტურისტებისთვის, რომელთაც შეუძლიათ დატკბნენ საზღვაო დასვენებით, მოინახულონ უძველესი ქალაქები და პარალელურად დაკავდნენ საინტერესო აქტივობებით.
დაივინგი- ეს არის აქტივობა, რომელიც შესანიშნავი მეთოდია განტვირთვისთვის და ამას გარდა, კარგი საშუალება წყალქვეშა სამყაროს შესასწავლად. დღეს გაგაცნობთ ამ მხრივ გამორჩეულ ქალაქებს.
ჩანაქქალე
ჩანაქქალე (Canakkale) – დასავლეთ თურქეთის პროვინცია, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისტორიული ადგილები, როგორიც არის მაგალითად, ტროას ნანგრევები, გალიპოლი და სხვ. ასევე თქვენ ნახავთ ედრემითისა და ბეჯას ეროვნულ პარკებს, რომელთა სილამაზეც საოცრად აღგაფრთოვანებთ. დაივინგის მოყვარულთათვის აქ მნიშვნელოვნად არის მოწყობილი ადგილები, სადაც შეძლებთ საუკეთესოდ შეისწავლოთ წყალქვეშა სამყარო.
ქაში
ანტალიაში, თურქულ რივიერაში შეხვდებით თურქეთის ყველაზე პოპულარულ სადაივინგო ადგილებს, რომლებიც ყურადღებას იპყრობენ თავიანთი ფერადი წყალქვეშა ფაუნითა და კლდოვანი ნაწილებით. სწორედ ასეთი ადგილია ქაში – ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმდიდრესი ტურისტული რეგიონი, რომელიც არამარტო თურქეთში, არამედ მსოფლიოშოი 10 საუკეთესო სადაივინგო ადგილს შორისაა. იგი მყვინთავებს უნიკალურ გამოცდილებას აძლევს ენდემური სახეობების დასაკვირვებლად, ასევე შეძლებთ ნახოთ ზღვის სელაპები, კუები და ა.შ თუ გსურთ, რომ ქალაქში გატარებული დრო გახადოთ ორმაგად განსაკუთრებული, მაშინ უნდა დააგემოვნოთ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოც, სადაც დაგხვდებათ უგემრიელესი დელიკატესები.
ამ მხრივ აღსანიშნავია თურქეთის ზღაპრული მხარე ალაჩათი, რომელიც ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.ალაჩათი სერფინგისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესი მიმართულებაა. ყოველწლიურად ალაჩათის სანაპიროს ათასობით სერფერი სტუმრობს. დამწყებიც რომ იყოთ, აქ ამ სპორტით ძალიან ისიამოვნებთ. საუკეთესო პერიოდი – მაისიდან ოქტომბრამდეა.
კანოე და ჯომარდობა ხმელთაშუა ზღვის გულში
თურქული რივიერა, რომელიც მასპინძლობს ანტალიის პოპულარულ დასასვენებელ კურორტებს – ქაში, ქემერი და კალკანი, გთავაზობთ წყლის სპორტისსხვა შესაძლებლობებსაც, როგორიცაა ჯომარდობა და კანოე. აღსანიშნავია, რომ ანტალიის პროვინციაში, რეგიონის გულში, კეპრულუს კანიონთან 1973 წლიდან დაცულია ეროვნული პარკი, რომელიც საკმაოდ მდიდარია ფლორითა და ფაუნით.
თუმცა, ლიკიის გზა, ალბათ, თურქეთის ყველაზე ცნობილი მარშრუტია. “პირველი საფეხმავლო მარშრუტი”, ლიკიური გზა, არის 540 კილომეტრი სიგრძის მანძილი ფეთიესა და ანტალიას შორის. ტყეებით გარშემორტყმული ეს რეგიონი ასევე იპყრობს ყურადღებას თავისი უძველესი ქალაქებით, რომელთა ნაწილის იუნესკოს მემკვიდრეობის არამატერიალურ სიაშია შეყვანილი. ეს არის წმინდა პავლეს გზა, რომელიც მიჰყვება იმ მარშრუტს, რომელიც წმინდა პავლემ გამოიყენა ძველად ანატოლიაში ქრისტიანობის გასავრცელებლად. სწორედ ამ ბილიკებზე შეგიძლიათ ოჯახთან ერთად გაისეირნოთ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით. საინტერესოა აქ არსებული კარაინისა და დამლათაშის მღვიმეები, კანიონები, ეროვნული პარკები და სხვ.
საინტერესო ტავგადასავლები დაგხვდებათ კურორტ ქემერზეც, რომელიც თურქეთში ანტალიის აეროპორტიდან 43 კმ-ში მდებარეობს. ქემერის ტურისტული ზონა გამოირჩევა არაჩვეულებრივი მთებით, ტყეებით, ქვიშიანი და კენჭიანი პლაჟებით, კრისტალივით წმინდა ზღვით. ქემერის საკურორტო რაიონებია: ბელდიგი, გრინუქი და სხვ.