ეს არ არის კონკრეტულად რომელიმე აეროპორტის ან ობიექტის განვითარების სტრატეგია, ეს იქნება ზოგადად ქართული ავიაციის, მათ შორის, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი აეროპორტების და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ ADB-ის მიერ დაფინანსებული სამოქმედო გეგმის შეფასებისას განაცხადა, რომელზედაც მუშაობა მალე დასრულდება.
ქარქაშაძის თქმით, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა საავიაციო ინდუსტრია უნდა განვითარდეს.
„რადგან ავიაციის ინდუსტრია იყოს ეკონომიკურად საინტერესო, კომერციულად მომგებიანი და რა თქმა უნდა ცალკე აღებული რომელიმე აეროპორტის ან რომელიმე ავიაკომპანიის განვითარებას ვერ მოგვცემს იმ შედეგს რაც იგულისხმება კომერციულად საინტერესო და მომგებიან ინდუსტრიაში. ამისათვის საჭიროა კორელაცია და თანხვედრა ყველა მიმართულების განვითარების. ეს კვლევა უნდა დაედოს საფუძვლად, როგორ გახდეს საქართველო საავიაციო ჰაბი. იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს, საჭიროა ავიაკომპანია, რომელიც მოიყვანს და წაიყვანს მგზავრს, ასევე უამრავი სხვადასხვა სერვისი.
ძალიან დიდი ნიშა არსებობს ბაზარზე, რომლის დაკავებაც საქართველოს შეუძლია. ამას სჭირდება სწორი განვითარების გეგმა და თანმიმდევრული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ეს დოკუმენტი ამ მიმართულებით ჩვენი სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არის ორგანიზაცია, რომელმაც უნდა შექმნას გარემო და სწორ დროს, სწორი ფორმით მიაწოდოს კერძო სექტორს საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები,რომლებიც სხვადასხვა დროს იხსნება და ჩვენის მხრიდან, როგორც სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკა გავატაროთ. ჩვენ ვართ მედიატორები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მთელი რიგი სხვადასხვა ბერკეტებით და ამ ბერკეტებს გვაძლევს ის, რომ ამ შემთხვევაში წარმოვადგენთ სახელმწიფოს. ქართული ავიაცია ძალიან სწრაფად იზრდება. ვხედავთ იმას, რომ უცხოური ავიაკომპანიები ძალიან სწრაფად ითვისებენ ამ ბაზარს. სამწუხაროდ, ქართული ავიაკომპანიების წილი საკმაოდ მცირეა. აქედან გამომდინარე, განვითარების სივრცე ქართულ კერძო სექტორს აქვს ძალიან დიდი. ამის ინტერესს ვხედავთ. არის რამდენიმე კერძო კომპანია, რომელიც ავითარებს ახალ მიმართულებებს, იძენს საჰაერო ხომალდებს, სატვირთო გადაზიდვებს ამატებს და ასე შემდეგ“, – აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.