Accor, სტუმართმოყვარეობის წამყვანი ჯგუფი მსოფლიოში, სასტუმროსTbilisi Saburtalo Hotel by Mercure ხსნის. ეს თბილისში “by Mercure”-ის ბრენდის მეორე და საქართველოში Accor-ის ჯგუფის მე-7 სასტუმროა. საბურთალოს რაიონში მდებარე ახლად გახსნილი სასტუმრო ვიზიტორებისთვის მაღალი დონის მომსახურებას, კომფორტულ დასვენებასა და გასტრონომიულ გამოცდილებას უზრუნველყოფს.
„მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი Mercure-ის ბრენდის სასტუმრო საბურთალოზე, თბილისის ენერგიულ უბანში, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით. დარწმუნებულები ვართ, რომ საშუალო კლასის სეგმენტში საერთაშორისო დონის სასტუმროს გახსნა გააძლიერებს ტურისტებისა და საქმიანი მოგზაურების ინტერესს მთელი მსოფლიოდან და ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორის შემდგომ ზრდას. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობისთვის, რომ შემოგთავაზოთ საუკეთესო სერვისი მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო სასტუმროების ქსელის სხვა უპირატესობებთან ერთად”, – აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი.
მოხერხებული ადგილმდებარეობა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ უბანში, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მარტივად წვდომის საშუალებას იძლევა, მათ შორის ახლომდებარე ავტობუსის გაჩერებებსა და მეტროსადგურთან, რომელიც სასტუმროდან სულ რაღაც 200 მეტრში მდებარეობს. სტრატეგიული ლოკაციის წყალობით, რესტორნებთან, ბარებთან, მაღაზიებთან, სითი მოლთან, სპორტის სასახლესთან, სხვადასხვა პარკსა და რეკრეაციულ ზონებთან სიახლოვეს, სასტუმრო იდეალური არჩევანია მოგზაურთათვის, რომლებიც ეძებენ კომფორტსა და გართობას. საერთაშორისო აეროპორტამდე მგზავრობას ტაქსით 40 წუთი სჭირდება, ხოლო ცენტრალური მატარებლის სადგური მანქანით ან მეტროთი მხოლოდ 20 წუთის სავალზეა.
სასტუმროს თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი თანამედროვე ელფერს მატებს საბურთალოს დინამიკურ პეიზაჟს, რომლის სახელიც ნიშნავს ადგილს, სადაც ბურთს თამაშობენ.
სასტუმროში 152, კომფორტული დიზაინით გადაწყვეტილი, ორი კატეგორიის ნომერია: სტანდარტული და სუპერიორი. სტუმრებს აქ კომფორტული და დახვეწილი გარემო დახვდება, როგორც საქმიანი მოგზაურობის, ასევე სასიამოვნო დასვენებისთვის. ბრენდის „ადგილობრივად შთაგონებული” ფილოსოფიის შესაბამისად, ოთახები შავ-თეთრი ფოტოებით არის მორთული, რომლებიც ადგილობრივ სულსა და თბილისის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს ასახავს. თითოეული ოთახი ზედმიწევნით არის დაპროექტებული, რათა მშვიდი და სასიამოვნო დასვენება უზრუნველყოს: აღჭურვილია კლიმატის კონტროლით, გამოყოფილი სამუშაო ადგილით, ჩაისა და ყავის მოსამზადებელი საშუალებებით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, აბაზანის აქსესუარებით, რაც საჭიროა კომფორტული დასვენებისთვის. თითოეული ოთახი იდეალურად ერგება როგორც საქმიანი მოგზაურების მოთხოვნებს, ასევე მათ საჭიროებებს, ვინც ეძებს მშვიდ დასვენებას ქალაქის აღმოჩენის შემდეგ.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ სასიამოვნო კულინარიული გამოცდილებით სასტუმროს ბარსა და რესტორანში, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო კერძების გემრიელი ნაზავი და სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელი. იქნება ეს მშვიდი ვახშამი თუ სწრაფი სნექი, ეს ადგილი ყველა სტუმრის მიზიდულობის ცენტრი იქნება. საუზმე ყოველ დღე, დილის 7-დან 11 საათამდე, იქნება შეთავაზებული.
საქმიანი შეხვედრებისა და განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის სასტუმროში „თბილისი საბურთალო მეკურისგან” ორი მრავალმფეროვანი შეხვედრების დარბაზია, რომელთაგან ყველაზე დიდის ფართობი 100 კვ.მ.-ია. საკონფერენციო სივრცეები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და შესანიშნავია მცირე ბიზნეს შეხვედრებისთვის, ყავის შესვენებისთვის ან ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, უნაკლო სერვისისა და კვების ფართო არჩევანის შეთავაზების გზით.
„მოხარული ვარ, ვუხელმძღვანელო ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს თბილისში, ამ უნიკალურ ქალაქში, რომელსაც მდიდარი ისტორია და ცოცხალი კულტურა აქვს. Mercure-ის გუნდის წევრები მთელ მსოფლიოში ცნობილია მათი საქმისადმი სიყვარულით, ენთუზიაზმითა და სითბოთი. დარწმუნებული ვარ, ერთად შევთავაზებთ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებულ მომსახურებას, რომელიც ავთენტურ ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას ერწყმის და ქმნის ნამდვილად დაუვიწყარი დასვენების შესაძლებლობას თბილისში”, – ამბობს ჰოლგერ ბუხვალდი, Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure და Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure-ის გენერალური მენეჯერი.