აბუ დაბის ზაიდის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე ლამაზად აეროპორტად დასახელდა. Prix Versailles არქიტექტურის საერთაშორისო ჯილდოზე მან 400-ზე მეტი საჰაერო ნავსადგური დაამარცხა. ჯილდოების გადაცემა პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში გაიმართა.
ასევე დაჯილდოვდნენ ჩანგის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი 2, რომელიც დაფასდა მისი ინტერიერით და ასევე, ბანგკოკის სუვარნაბჰუმის აეროპორტი, რომელიც დაჯილდოვდა მისი ექსტერიერისთვის. გარდა ამისა, ულამაზესი საჰაერო ჰაბების სიაში შედის ლოგანი ბოსტონში და კანზას სიტიში – ორივე აეროპორტი აშშ-ში მდებარეობს და ასევე ფელიპე ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი მექსიკაში.
ზაიდის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალურმა ტერმინალმა A-მ, რომელიც Kohn Pedersen Fox-ის არქიტექტორებმა დააპროექტეს, თავისი “გასაოცარი დიზაინისთვის” დაჯილდოვდა.
ჩამოსვლის დარბაზში არის 22 მეტრიანი ინსტალაცია – Sana Al Nour. ის შთაგონებულია ისლამური არქიტექტურით და ითვლება ერთ-ერთ უდიდეს საზოგადოებრივ ხელოვნების ნიმუშად შუა აღმოსავლეთში. 30 მ დიამეტრის სკულპტურა იწონის 100 ტონაზე მეტს და შედგება 1632 მინის პანელისგან, რომლებიც მარგალიტისფერ ნათებას ქმნიან.
Prix Versailles-ის მიხედვით მსოფლიოში 2024 წლის ყველაზე ლამაზი აეროპორტები:
• ზაიდის საერთაშორისო აეროპორტი, აბუ დაბი;
• ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი, ტერმინალი 2, სინგაპური (სპეციალური პრიზი ინტერიერის დიზაინისთვის);
• სუბარნაბხუმის საერთაშორისო აეროპორტი, ტერმინალი Midfield Satellite 1, ბანკოკი, ტაილანდი (სპეციალური პრიზი ექსტერიერისთვის);
• ფელიპე ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი, ზუმპანგო, მექსიკა;
• ლოგანის საერთაშორისო აეროპორტი, ტერმინალი E, ბოსტონი, აშშ;
• კანზას სიტის საერთაშორისო აეროპორტი, მისური, აშშ.