აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ახალი საბავშვო მოედანი გაიხსნა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქის აეროპორტში საბავშვო კუთხის გაფართოების გადაწყვეტილება არსებული მოთხოვნის ფონზე მიიღეს, რადგანაც აეროპორტში ბევრ ბავშვიან ოჯახს უწევს ამა თუ იმ რეისის ლოდინი და პატარებსაც სათანადო გარემო და გართობა სჭირდებათ.
ახლად გახსნილი საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაციას აერთიანებს, მათ შორისაა თვითმფრინავი, გვირაბი და სხვა. საბავშვო ახალი ზონა 1 ტერმინალთანაა განთავსებული, ხოლო საბავშვო მეორე სონა კი მესამე ტერმინალთან, სადაც მინი სადისპეჩერო კოშკურა დგას და ჩემოდნის გორები. ჩვილებისათვის ასევე გაიხსნა მოსასვენებელი 5 ოთახი.