2024 წლის Arabian Travel Market-ზე, აბუ დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა ნახშირბადის კალკულატორი CO2 Carbon Calculator-ი წარმოადგინა ინიციატივა განხორციელდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობის Net Zero სტრატეგიის მხარდასაჭერად.
სასტუმროებს შეუძლიათ გამოიყენონ ნახშირბადის კალკულატორი საწვავის, გაზის, ელექტროენერგიის და წყლის მოხმარების თვალყურის დევნებისთვის და ამ მონაცემების CO2-ის ექვივალენტად (kgCO2e) გადაყვანით განსაზღვრონ ინდუსტრიის ემისიები.
ამავდროულად, აბუ დაბის ყველა სასტუმროს მოეთხოვება აღნიშნული ინსტრუმენტის დანერგვა და სავალდებულო ყოველთვიური ანგარიშის უზრუნველყოფა. ამ გზით, ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლება გამოავლინოს ყველაზე მდგრადი განსახლების ობიექტები და რაც მთავარია, დაეხმაროს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას იმ სასტუმროებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ნახშირორჟანგის საკმაოდ მაღალი დონე.
„ასევე, ინიციატივის დანერგვით, ჩვენ ველით, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი ეკოლოგიურად შეგნებული ტურისტი მოვიზიდოთ“, – თქვა DCT Abu Dhabi-ის ტურიზმის გენერალურმა დირექტორმა სალეჰ მოჰამედ ალ გეზირიმ.
განმარტებულია, რომ ნახშირბადის ემისიების გაანგარიშების მეთოდოლოგია შემუშავდა სასტუმრო ინდუსტრიის, აბუ დაბის გარემოს დაცვის სააგენტოს (EAD) და აამიროების ენერგეტიკის დეპარტამენტის (DoE) წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.