Airbus-ის A320 სერიის სამგზავრო ლაინერების შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ავიაკომპანიამ Airbus-ის მიერ მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გასული ღამის განმავლობაში წარმატებით დაინსტალირდა A320 ოჯახში შემავალ ყველა დაზიანებულ თვითმფრინავზე.

„Wizz Air ადასტურებს, რომ მისი რამდენიმე თვითმფრინავი მოხვდა Airbus A320 ოჯახის იმ 6 500-ზე მეტ საჰაერო ხომალდს შორის, რომელთაც, მწარმოებლის მიერ ახლახან იდენტიფიცირებული საჭიროების საფუძველზე, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ესაჭიროებოდათ.

Wizz Air ასევე ადასტურებს, რომ Airbus-ის მიერ მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გასული ღამის განმავლობაში წარმატებით დაინსტალირდა A320 ოჯახში შემავალ ყველა დაზიანებულ თვითმფრინავზე. დღეს ყველა რეისი შესრულდება და ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი შეფერხებები არაა მოსალოდნელი“, – აღნიშნულია Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უსაფრთხოება რჩება პრიორიტეტად. ჩვენ განვაგრძობთ უმკაცრესი სტანდარტების დაცვას ოპერაციების ყველა ეტაპზე,“ – განაცხადა Wizz Air-ის ოპერაციების დირექტორმა, დიარმუდ ო’კონეილმა.

„ასევე მსურს გულწრფელად გადავუხადო მადლობა ჩვენს ერთგულ WIZZ-ის თანამშრომლებს, რომლებმაც მთელი ღამის განმავლობაში დაუღალავად იმუშავეს განახლების სწრაფად და ეფექტიანად შესასრულებლად. მათი თავდადების წყალობით, ჩვენს მგზავრებს მოგზაურობის საშუალება კვლავ გეგმის მიხედვით მიეცათ, მიუხედავად შექმნილი გამოწვევებისა,“ – დაამატა ო’კონეილმა.