საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის აგვისტოში, 2021 წლის ივლისთან შედარებით, 0.9%-ით შემცირდა, აღნიშნულის შესახებ საუბარია PMC Research-ის პუბრიკაციაში. PMC Research-ის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის თანახმად, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2.5%-ით.
2021 წლის აგვისტოში, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 3.2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5%-ით შემცირდა.
2021 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 151 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 268 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 95 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 514 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 807 ლარი შეადგინა, თბილისში – 604 ლარი, აჭარაში – 570 ლარი, ხოლო კახეთში – 546 ლარი.