გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს წამყვან ფრანგულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
წლევანდელი IFTM Top Resa 2026 მასშტაბურობითა და ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩეოდა.
ღონისძიებას ტურიზმის სფეროს 35 ათასამდე პროფესიონალი დაესწრო. საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიოს 180 ტურისტული მიმართულებიდან 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.












