თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი და ინვესტორი კომპანიის, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე სლოვაკეთის კონსულსა და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, მატეი კრესაჩს შეხვდა. საუბარი შეეხო საელჩოსა და აეროპორტების მმართველ კომპანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, მგზავრთნაკადის მხრივ არსებულ ვითარებას და თბილისსა და ბათუმიდან სლოვაკეთის დედაქალაქის მიმართულებით რეისების დაწყების პერსპექტივებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სლოვაკეთის ვიცე-კონსული რომან მურგოში და ამავე ქვეყნის საპატიო კონსული საქართველოში, მიხეილ ჩხიკვაძე.