საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის დელეგაციას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში შანხაი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისით ჩამოვიდა.
როგორც მაია ომიაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ მოგზაურს, აღმოაჩინოს საქართველო და გაეცნოს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს.
China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და მარკეტინგულ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას.
ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ჩინეთი უმსხვილეს ტურისტულ ბაზრებს შორის მე-10 პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებს. ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ეფექტური პოზიციონირებისთვის, ბოლო წლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს, რაც მოიცავს ჩინეთის უმსხვილეს, მრავალმილიონიან მედია და დაჯავშნის პლატფორმებზე რეკლამას, ასევე სოციალურ ქსელებში კამპანიას, საიმიჯო ვიდეორგოლებს, გარე რეკლამას ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში, მედია და გაცნობითი ტურების ორგანიზებას საქართველოში ჩინელი ინფლუენსერებისა და ტუროპერატორებისთვის. კამპანიის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული კერძო სექტორის აქტიური ჩართვა, რაც მოიცავს B2B შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და როუდშოუებს, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ ჩინელ კოლეგებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილ