საქართველოს საავიაციო სივრცეში ლოუკოსტერებიდან Wizz Air-ს ირჩევენ. პირველ ადგილზე მყოფ Wizz Air-ს მეორეადგილოსან Flydubai-სთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ლოუკოსტერების რეიტინგი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით:

ლოუკოსტერიმგზავრების რაოდენობა
Wizz Air362 226
Flydubai186 591
Ukraine International Airlines150 924
Pobeda Airlines91 531
Pegasus Airlines87 458

საქართველოს ავიაბაზარზე 47 ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, მათგან 10 Low Cost სატარიფო სქემის მქონე კომპანიაა.

2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე წარმოდგენილი „ლოუკოსტერებია“: Wizz Air; Air Arabia; Pegasus; Flydubai; Pobeda Airlines; Air Baltic; Buta Airways; Salam Air; Flynas; Ukraine International Airlines.