2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 0,10%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

 

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 102 924-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 57,41%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 88,75%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

 

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 102 825 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 54 528 გადაფრენა. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის (ერთეული გადაფრენა) 65 387-ჯერ გამოყენებაა დაფიქსირებული.