2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საჰაერო სივრცის 4,64%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 85 814-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 48,46%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 73,88%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის 8 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 89 987 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 49 352 გადაფრენა. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის (ერთეული გადაფრენა) 57 802-ჯერ გამოყენებაა დაფიქსირებული.