აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, 8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის წესები იცვლება.
ახალი რეგულაციით, ქვეყანაში დროებით შემომსვლელი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე (noncitizen nonimmigrant) ვალდებულია იყოს სრულად ვაქცინირებული და წარადგინოს ფრენამდე 3 კალენდარული დღით ადრე გაკეთებული კორონავირუსის უარყოფითი ტესტი.
სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი, რომელსაც შემოსვლამდე მინიმუმ 14 დღით ადრე აქვს ჩატარებული FDA-ს ან WHO Emergency Use List-ის ვაქცინების სრული კურსი: 1 დოზა – Janssen/J&J; 2 დოზა – Pfizer-BioNTech; Moderna; AstraZeneca; Covishield; BIBP/Sinopharm; Sinovac.
18 წლამდე ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა ბავშვებისთვის 2 წლის ასაკიდან წარმოსადგენია ფრენამდე 1 კალენდარული დღით ადრე გაკეთებული კორონავირუსის უარყოფითი ტესტი.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ CDC-ს ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3magN4O
განკარგულების სრული ტექსტი იხილეთ თეთრი სახლის ვებ-გვერდზე: https://bit.ly/2ZoNWBk