8-17 ივლისს, ამერიკულ სოციალურ ქსელთან, Steller-თან თანამშრომლობით მორიგი მასშტაბური პროექტი იგეგმება
Steller ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების ახლებურ გზას სთავაზობს.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის ზაფხულის და 2022 წლის ზამთრის პერიოდში აღნიშნულმა კამპანიამ 140 მილიონზე მეტი აუდიტორია მოიცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გააცნო საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება.