ავსტრალიური ავიაგადამზიდავი Qantas-ი ნებისმიერ მსურველს 7 საათიან ფრენას სთავაზობს ქვეყნის გარშემო. CNN Travel-ის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ავსტრალიაში ცოტა ავიარეისი სრულდება, ხოლო უმსხვილესი ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ის თვითმფრინავების უმეტესობა კი მიწაზე დგანან. 

სწორედ ამ ფონზე Qantas-მა გადაწყვიტა მგზავრობის სურვილით შეპყრობილ ადამიანებსაც უშველოს და საკუთარი ბიზნესიც გადაარჩინოს. ავიაკომპანია მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს. Qantas-ის Boeing 787 Dreamliner-ი სიდნეის აეროპორტიდან აფრინდება ავსტრალიის რამდენიმე შტატს გადაუფრენს და ისევ უკან, სიდნეის აეროპორტში დაჯდება. 

მგზავრებს კი შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მაღლიდან დააკვირდნენ და ფრენის და მგზავრობის სურვილიც დაიკმაყოფილონ. მგზავრობა 7 საათს გასტანს.

პირველ რეისზე, რომელიც 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ბილეთების რეალიზაციის გახსნიდან 10 წუთში 130 ბილეთი გაიყიდა. კლასის მიხედვით ბილეთების ფასი 566 დოლარიდან 2734 დოლარამდეა.