7 დეკემბერს, 14:00 საათიდან – 21:00 საათამდე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ავიასამოდელო სპორტის ეროვნული ფედერაცია („ასეფ“) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე – Tbilisi Air Expo გიმასპინძლებთ.
ღონისძიება წარმოადგენს საავიაციო და STEM (Science-Technology-Engineering-Mathematics) თემატიკის გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტარტაპები, ავიაკლუბები, უნივერსიტეტები, მოეწყობა საავიაციო ტექნიკის გამოფენა და სტარტაპების მიერ შექმნილი პროდუქტების პრეზენტაციები, ჩატარდება ვორქშოფები და სიტყვით გამოსვლები.
დღის წესრიგი
გამოფენის გახსნა – 14:00 საათი;
პრეზენტაციების წარდგენა 17:00 საათიდან – 18:00
საათამდე;
1. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა – მისასალმებელი სიტყვა (ნინო პავლიაშვილი);
2. ავიასამოდელო სპორტის ეროვნული ფედერაცია – ფედერაციის წარდგენა და სამომავლო გეგმების განხილვა (გიორგი კაკაბაძე);
3. საქართველოს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია – ფედერაციის დანიშნულებისა და მიზნების განხილვა (სოფი ზარაფიშვილი);
4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – საავიაცო ინჟინერიის მიმართულების პრეზენტაცია (ლუკა გურასპაშვილი და რეზი ყარალაშვილი);
5. BU Engineering Solutions – RAVi უპილოტო პლატფორმის წარდგენა (გიორგი კაკაბაძე);
6. Elven Technologies – მომავლის ავიაციის ხანძარუსაფრთხოება (ვამეხ ხერხეულიძე);
7. Raven – Raven-ის წარდგენა და დრონები სოფლის მეურნეობაში (ირაკლი შენგელია);
8. December32 და Spectre Solutions, პოლონური უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი – უპილოტო საფრენი აპარატის წარდგენა და კომპანიის გეგმები საქართველოში (Miles Lalor);
9. Unmanned Air Technologies – MAY 21 Observer-ის პრეზენტაცია (ივანე მაისაია);
10. აეროკლუბი ავიატორი და SkyCab – აეროკლუბ ავიატორისა და კომპანია SkyCab-ის წარდგენა (გიორგი კაკაშვილი და მერაბ გუმბერიძე);
11. 3D სახელოსნო – ივანე ნაზღაიძე
გამოფენის დახურვა – 21:00 საათი;
ღონისძიება გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში – მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3 (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია).