7 დეკემბერს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Geirgia-ს გენერალური მენეჯერი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, თეა ზაქარაძემ უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტს TAV-ის სტიპენდიის სახით სწავლის გადასახადი დაუფინანსა.
TAV Geirgia, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს.