7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე ICAO-ს მოთხოვნით და გაეროს გენერალური ასამბლეას მიერ, 1996 წელს №A/RES/51/33 რეზულუციითაა დადგენილი დღე.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველწლიურად 7 დეკემბერს, ICAO-ს დაარსების დღეს.


უფრო კონკრეტულად კი, 1944 წლის 7 დეკემბერს 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ჩიკაგოს) კონვენციას და დაარსდა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO.

1996 წელს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO -ს 50 წლის იუბილეზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 7 დეკემბერი გამოაცხადა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღედ.

1994 წელს საქართველო გახდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სურლუფლებიანი წევრი.