Wizz Air-ი ევროპის ყველაზე ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, სიამაყით აღნიშნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიღწეულ მნიშვნელოვან ეტაპს. ავიაკომპანია 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან, დღემდე 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ეს მიღწევა არა მხოლოდ ასახავს Wizz Air-ის მიერ ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მგზავრობის უზრუნველყოფას მოგზაურობის მსურველებისთვის, არამედ ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული სატრანსპორტო კერის გამორჩეულ ზრდასა და ცნობადობას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე 6 მილიონი მგზავრის მიღება ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერასა და ნდობას, რომელიც ავიაკომპანიას ქართველი და ევროპელი მოგზაურებისგან ერგო. საქართველოში ფრენების დაწყების დღიდან, Wizz Air-ი მუდმივად ისახავს მიზნად გადააჭარბოს მგზავრების მოლოდინებს მიმართულებების ფართო სპექტრის, შეუდარებელი სერვისებისა და ბიუჯეტური ტარიფების შეთავაზებით, რაც მოგზაურობას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ი 2017 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2024 წელსაც ბაზრის ლიდერია. დეკემბრიდან ავიაკომპანიამ დაამატა მეოთხე ბაზირებული ხომალდი ქუთაისში. ამჟამად, Wizz Air-ი ქუთაისიდან 15 ქვეყანაში, 24 მიმართულებით დაფრინავს. ოქტომბრიდან ავიაკომპანია განაახლებს კიდევ ერთ მარშრუტს ვროცლავის მიმართულებით.
მგზავრების რეკორდული რაოდენობის აღსანიშნავად Wizz Air-ის წარმომადგენლებმა იღბლიან მგზავრს, რომელიც ვენა-ქუთაისის რეისით ჩამოფრინდა, ავიაკომპანიის 200 ევროიანი ვაუჩერი გადასცეს, რომელსაც ის ერთი წლის განმავლობაში გამოიყენებს, ნებისმიერი მიმართულების ფრენაზე.
„საქართველოში უკვე 6 მილიონ მგზავრს მოვემსახურეთ – ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჩვენი მომხმარებლების ნდობას და უზომოდ მადლიერები ვართ ამ ერთგულებისთვის. ცხადია, ვაგრძელებთ მიმართულებების დამატებას. ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ქუთაისი საინტერესო მიმართულებების კიდევ უფრო ფართო სპექტრთან, რომელიც ქართველ მომხმარებლებს უდავოდ მოეწონებათ, სხვადასხვა ევროპის ქვეყნიდან კი მეტ ტურისტს მოიზიდავს საქართველოში,“ – თამარა ნიკიფოროვა, Wizz Air-ის კომუნიკაციების უფროსი მენეჯერი.
2016 წლიდან, Wizz Air-მა 4500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შესთავაზა ადგილობრივ მოსახლეობას, ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისევე როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში.
„მოხარულები ვართ Wizz Air-თან ერთად აღვნიშნოთ კიდევ ერთი შესანიშნავი მიღწევა. თვიდან თვემდე ვაკვირდებით ჩვენს აეროპორტში მგზავრების რეკორდულ რაოდენობას, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ მიღწევის მნიშვნელობას. ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ კომპანიას სწრაფ ზრდასა და ამ მნიშვნელოვან მიღწევას,“ – ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 222 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის მარტში. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2020 წელს Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATW-ს, ხოლო 2019 და 2023 წლებში ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2022 წელს, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.