ავიაკომპანია Myway Airlines-ი ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანია პირველ რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, 6 ივლისს შეასრულებს.

Myway Airlines-ი თბილისსა და ერევანს შორის ფრენებს, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს, ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიების ვებგვერდზე www.mywayairlines.com  და ტურისტულ სააგენტოებში.

Myway Airlines-ი საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა.

“ამჟამად ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებთან ერთად ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

ხელმისაწვდომი ფასები, მომსახურების უმაღლესი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ეთიკური და სამართლიანი საქმიანობა  – ეს Myway Airlines ოთხი უმთავრესი პრინციპია”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.