6 ავიაკომპანიამ რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელების ნებართვა მოიპოვა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, თბილისის მიმართულებით შესაძლოა განხორციელდეს რეისები ბარნაულიდან, ვოლგოგრადიდან, სამარადან, ტომსკიდან, ომსკიდან, უფადან, ყაზანიდან, პერმიდან, ორენბურგიდან, ეკატერინბურგიდან და ჩელიაბინსკიდან.
გარდა ამისა, კრასნოდარიდან, პერმიდან, ყაზანიდან, ეკატერინბურგიდან, კრასნოიარსკიდან და ჩელიაბინსკიდან ბათუმის მიმართულებით იგეგმება ფრენების განხორციელება.
უფრო კონკრეტულად:
- სამარა-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Ural Airlines-მა კვირაში 2 სიხშირეზე;
- ნოვოსიბირსკი-ბათუმის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია S7 Airlines-მა კვირაში 7 სიხშირეზე;
- ტომსკი-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Ural Airlines-მა კვირაში 2 სიხშირეზე;
- ომსკი-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Ural Airlines-მა კვირაში 2 სიხშირეზე;
- ბარნაული-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Ural Airlines-მა კვირაში 2 სიხშირეზე;
- ვოლგოგრადი-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Ural Airlines-მა კვირაში 2 სიხშირეზე;
- უფა-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა კვირაში 2 სიხშირეზე;
- ყაზანი-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა კვირაში 2 სიხშირით;
- პერმი-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა კვირაში 2 სიხშირით;
- ეკატერინბურგი-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა კვირაში 2 სიხშირით;
- კრასნოდარი-ბათუმის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Pobeda Airlines-მა კვირაში 4 სიხშირით;
- პერმი-ბათუმის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Pobeda Airlines-მა კვირაში 4 სიხშირით;
- ყაზანი-ბათუმის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Pobeda Airlines-მა კვირაში 4 სიხშირით;
- ეკატერინურგი-ბათუმის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია Pobeda Airlines-მა კვირაში 4 სიხშირით;
- კრასნოიარსკი-ბათუმის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია NordStar-მა კვირაში 2 სიხშირით;
- ჩელიაბინსკი-ბათუმის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია UVT Aero-მ კვირაში 3 სიხშირით;
- ჩელიაბინსკი-თბილისის მარშრუტზე დაშვება მიიღო ავიაკომპანია UVT Aero-მ კვირაში 3 სიხშირით;
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის რეგულარულ ავიარეისებს ახორციელებენ ავიაკომპანიები რუსული Aeroflot, Pobeda Airlines-ი, Ural Airlines-ი, S7 Airlines-ი და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი.