სტამბოლი 2023 წლის 6-8 ივნისს “ჯანდაცვის სამომავლო შეხვედრებს” უმასპინძლებს. საერთაშორისო კონგრესის და კონვენციის ასოციაციისა (ICCA) და საკონფერენციო ასოციაციების (AC) მიერ დაგეგმილ ორდღიან პროგრამაში ორივე ორგანიზაციის წევრები ერთად მოიყრიან თავს. ღონისძიებაზე ასოციაციის წევრები და ჯანდაცვის ინდუსტრიით დაინტერესებული მხარეები განიხილავენ იმას, თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეხვედრები, განხილულ იქნეს ბევრი საინტერესო საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ამ სექტორში ჩართულობისა და გააქტიურებისთვის.
ფორუმი მოიცავს ღონისძიებების სერიას სამი წლის განმავლობაში, რომელიც ძირითადად აქცენტირებული იქნება ჯანდაცვის სექტორზე.
2021 წლის შემდეგ ღონისძიების – B2B, პირველი პირისპირი შეხვედრა შედგა 2022 წლის 6-8 ივლისს, საფრანგეთში, ქალაქ კანში. აღსანიშნავია მეორე ფორუმიც – TGA, რომელიც ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეხვედრებისა და ღონისძიებების გაფართოების დიდ შესაძლებლობას იძლევა. სტამბოლში განვითარების სააგენტოა ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომლის ძალისხმევითაც იმართება TGA-ის ფორუმი.
ამ შეხვედრების მიზანია, მსოფლიოს ყველაზე მსხვილ სამედიცინო კონგრესებში ლიდერებისა და გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირების თურქეთში ჩამოყვანა. ასევე, იგი მიზნად ისახავს პანდემიის შემდეგ მსოფლიოში ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეხვედრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ ბაზარზე სტამბოლის წილის ზრდას. ჯანდაცვის პროფესიონალები, ჯანდაცვის ასოციაციის ლიდერები და ამ მიმართულებით დაინტერესებული მხარეები შეძლებენ ერთობლივად იმუშაონ, განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები და დააორგანიზონ ყველაფერი, რაც შესაბამისი სამედიცინო შეხვედრების ჩასატარებლად არის საჭირო.

აღნიშნული ღონისძიება გააერთიანებს ჯანდაცვის ინდუსტრიას, შექმნის პლატფორმას, რომლის მიზანიც მომავალში ეფექტური და მდგრადი გლობალური ჯანდაცვის ფორუმების განხორციელებაა. ამისათვის ბევრი რამ იქნება განხილული, გაანალიზებული, დაისახება სტრატეგიები, გეგმები, გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, რომლის მონაწილეებიც ცოდნასა გამოცდილებებს ერთმანეთს გაუზიარებენ.
ორგანიზაცია ICCA, რომელიც 1963 წელს ამსტერდამში დაფუძნდა, ჰყავს 1100 წევრი და 100-მდე ქვეყანასა და რეგიონში ფუნქციონირებს. იგი შეიძლება ითქვას, რომ კონგრესისა და შეხვედრების ინდუსტრიის წამყვან ქოლგად ითვლება. დაარსების დღიდან ICCA წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციას სპეციალიზებული ქირურგიული მკურნალობის კუთხით. მის წევრებს შორის არიან სამარკეტინგო დაწესებულებები, საერთაშორისო სააგენტოები, რომლებიც თავიანთი მხარდაჭერით აწყობენ კონგრესებსა და კონფერენციებს, უზრუნველყოფენ შეხვედრებს და ასევე კომპანიები, რომლებიც მასპინძლობენ ამ ღონისძიებებს.

ICCA მოქმედებს რეგიონებშიც, რათა უფრო მეტად გაფართოვდეს მისი თანამშრომლობისა და კომუნიკაციების არეალი. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის ერთ-ერთ ქვეყანას წარმოადგენს, ICCA-სთან ხელი მოაწერა დანიშნულების პარტნიორობის ხელშეკრულებას და ამით იგი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ თანამშრომლობას. რაც შეეხება AC-ის, იგი გამოირჩევა ლიდერობითა და კონგრესის მენეჯმენტზე ფოკუსირებით. AC არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ჩამოყალიბებული და დაფუძნებულია ასოციაციების მიერ.
გარდა ამისა, ქვეყანაში საქმიანი MICE ტურიზმის ინდუსტრიით დაინტერესებული მხარეები ერთმანეთს სტამბოლში, ICCA-ს სამიტზე შეხვდებიან. იგი დაგეგმილია 5 ივნისს და მის მიზანს ICCA AC ფორუმის ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს.