საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) აგრძელებს ფრენების უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლს. სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე საჰაერო ხომალდების ბორტზე კვებით მომსახურების (Catering) სერტიფიკატს რამდენიმე მსხვილი ოპერატორი ფლობს.

აღნიშნული კომპანიები უზრუნველყოფენ ავიაკომპანიების მომარაგებას საკვებითა და სასმელებით, რაც მოიცავს როგორც პროდუქციის მომზადებას, ისე მის ტრანსპორტირებასა და ბორტზე მიწოდებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ბორტკვების საწარმოები:

  • შპს ,,სქაი-ინნი”
  • შპს ,,ბი თი ეი ჯორჯია”

აღსანიშნავია, რომ საჰაერო ხომალდების ბორტზე კვებით მომსახურების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ საწარმოების მიერ, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი შემოწმება და ფლობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ მოქმედ სერტიფიკატს.

„საქართველოში, პირს  არა აქვს უფლება უზრუნველყოს ბორტკვების დამზადება და საჰაერო ხომალდების ბორტკვებით მომარაგება, თუ მას არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი.  ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირებას  და  მის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. სააგენტოს მიერ გაცემული ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და  აქვს ბორტკვების დამზადების,  საჰაერო ხომალდებზე მისი მიწოდების, ასევე, საბორტო მარაგით ან/და თანმდევი საშუალებებით საჰაერო ხომალდის მომარაგების უფლება. ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო გეგმურად ახორციელებს ბორტკვების საწარმოს საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს“, – აღნიშნულია სააგენტოს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.