ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაო გრაფიკი გამისაზღვრება ცვლების მიხედვით.

„ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება

** გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება

** ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორაციული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბიალეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ

** ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა

** სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი

** იტალიური, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook)

** სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება

** ანალიტიკური აზროვნების უნარი

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@georgian-airways.com არა უგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@georgian-airways.com და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

სრულად: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=685620