5 ოქტომბრიდან, ქართული ავიაკომპანია “Myway Airlines” თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირდაპირი ფრენები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება, ხოლო 24 ოქტომბრიდან ავიაკომპანია დაამატებს კიდევ ერთ სიხშირეს (ოთხშაბათი) და ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 2018 წლის 1 ოქტომბერს მიენიჭა.