Wizz Air კვლავ ქართული ავიაბაზრის ლიდერია

Wizz Air ქართული ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას უკვე რამდენიმე წელია არ თმობს. გასული წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ქართველების ყველაზე საყვარელი ავიაკომპანიისთვის – 2012 წელს ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ეს არის არა მხოლოდ ინდიკატორი იმისა, რომ Wizz Air-ის სერვისი ნამდვილად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია, არამედ გვაჩვენებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ცნობადობა იზრდება. საერთაშორისო ტურისტებისთვის, საქართველო გამორჩეული ლოკაციაა, Wizz Air კი, მათი მთავარი ავიაკომპანია.

Wizz Air მოგზაურების არჩევანია

საქართველოში, 2023 წლის ზაფხულის სეზონზე Wizz Air-მა შთამბეჭდავ 70%-იან ზრდას მიაღწია, მაგრამ აგვისტო-სექტემბერის პერიოდი კიდევ უფრო გამორჩეული იყო. ამ პერიოდში, ავიაკომპანიამ საქართველოში 2.25-ჯერ მეტ მგზავრს უმასპინძლა, ვიდრე წინა ზაფხულს. გასულ წელს, ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო: საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ქართული ავიაბაზრის ლიდერისთვის ეს მიღწევა აჩვენებს, რომ Wizz Air ქართველები მოგზაურების არჩევანია.

2023 წელს ქუთაისში დაბრუნდა მესამე ბაზირებული ხომალდი

2023 წელს, ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა მესამე ბაზირებული ხომალდი და უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავი ხუთ სრულიად ახალ მარშრუტზე ოპერირებს. რის შედეგადაც, ქართველ მგზავრებს შეუძლიათ იმოგზაურონ ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, მადრიდსა და პოზნანში. ამ ნაბიჯით მარშრუტების რაოდენობა ბაზიდან 27-მდე გაიზარდა. ეს მარშრუტები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებებთან აკავშირებს.

ისტორიაში პირველად, ქუთაისის აეროპორტს დაემატა Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავი

და შესაბამისად, გაიზარდა ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ფრენების სიხშირეც. ასევე, დაემატა კოპენჰაგენის მიმართულებაც – მეოთხე ბაზირებული ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება.

„2023 წელი საქართველოში ეს იყო წარმატებების, სიამაყისა და სიხარულის წელი. Wizz Air კიდევ ერთხელ დასახელდა ქართული ავიაბაზრის ლიდერად. ოპერირების დაწყების შემდეგ, 5 მილიონი მგზავრი ჩამოვიყვანეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და 2023 წელს, მოვემსახურეთ ქართველი მომხმარებლების რეკორდულ რაოდენობას. დავაბრუნეთ მესამე ბაზირებული ხომალდი და დავამატეთ მეოთხეც. ავიღეთ მსოფლიო ტურიზმის ჯილდო და მთელს ქვეყანას დავანახეთ, რომ Wizz Air არა მხოლოდ მოგზაურების საყვარელი ავიაკომპანიაა, არამედ, Wizz Air-ის გამორჩეული ლოკაციაა საქართველო.

ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მიმართულებების დამატებას. ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ქუთაისი საინტერესო მიმართულებების კიდევ უფრო ფართო სპექტრთან, რომელიც ქართველ მომხმარებლებს უდავოდ მოეწონებათ, სხვადასხვა ევროპის ქვეყნიდან კი მეტ ტურისტს მოიზიდავს საქართველოში. გპირდებით, რომ მომდევნო წლები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გამორჩეული იქნება“ – ჟაჟა ტრუბეკი, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი.

2023 წელს, Wizz Air-ს მსოფლიო ტურიზმის ჯილდო გადაეცა

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია გლობალურად, რიგით 30-ე მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გამარჯვებულია, როგორც „ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2023“.

მსოფლიო ტურიზმის ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში წარმატებული და ინოვაციური ოპერირების აღსანიშნავად. ეს წოდება არის ინდიკატორი იმისა, რომ Wizz Air, გლობალური ლიდერი, მგზავრებს შეუდარებელი ხარისხით ემსახურება და გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებს.