წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ  2025 წლის აპრილიდან, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებებზე პირდაპირ ფრენებს აღადგენს. მიუხედავად იმისა, ჩრდილოეთის ვენეციის“, იგივე ჰამბურგისკენ მიგიწევთ გული, თუ ესპანეთის დიდებული დედაქალაქისკენ ფიქრობთ გამგზავრებას, ეს ორი მიმართულება, ნებისმიერ მოგზაურს, დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

 

დღეს ვისაუბრებთ მადრიდზე და გაგაცნობთ 5 ძირითად მიზეზს, რის გამოც, ის ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიმართულებაა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ ესპანეთის სიცოცხლითა და მზით გაჟღენთილი დედაქალაქი, ისტორიით, კულტურითა და ძლიერი ენერგეტიკით მდიდარი ქალაქია.

 

  1. მადრიდის სამეფო სასახლე – ეს არის უდიდესი სამეფო სასახლე დასავლეთ ევროპაში, რომელიც განსაცვიფრებელი არქიტექტურით გამოირჩევა. მართალია ის ესპანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალურ რეზიდენციაა, თუმცა მეფესა და მის ოჯახს აქ ვერ შეხვდებით. ეს სასახლე მხოლოდ ოფიციალური ღონისძიებებისთვის გამოიყენება, ხოლო თავისუფალ დროს ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი მდიდრული ინტერიერის, გრანდიოზული დარბაზებისა და თვალწარმტაცი ბაღების დათვალიერება.

 

  1. პრადოს მუზეუმი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ მუზეუმში დაცულია ისეთი ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან გოია, ველასკესი და რუბენსი. მადრიდში მოგზაურობისას, პრადოს მუზეუმი არის ღირსშესანიშნაობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, რადგან აქ დაცულია მე-12 – მე-20 საუკუნეების ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექცია.

 

  1. პლაზა მაიორ – იგივე მთავარი მოედანი, მადრიდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია. ის XVII საუკუნეში, ფილიპე მესამეს მმართველობის პერიოდში გამოჩნდა. სწორედ მისი ძეგლი დგას მოედნის ცენტრში. მოედანი საზეიმოდ გაიხსნა 1620 წლის 15 მაისს. წლების მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა მისი სახელი. პლაზა მაიორს ერქვა კონსტიტუციის მოედანი, სამეფო მოედანი, რესპუბლიკის მოედანი, ბოლოს კი დაარქვეს მთავარი მოედანი. პლაზა მაიორზე სიკვდილით სჯიდნენ საჯაროდ, აწყობდნენ კორონაციას, ხარების ბრძოლას, ინკვიზიციის სასამართლოს, ატარებდნენ სხვადასხვა ქალაქურ და სახელმწიფო დღესასწაულებს.

 

  1. რეტიროს პარკი – მადრიდის მწვანე ოაზისი, ან გნებავთ, მადრიდის ცენტრალური პარკი არის როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების საყვარელი ადგილი. აქ შეგიძლიათ ტბაზე ნავით გაისეირნოთ, ეწვიოთ კრისტალის სასახლეს ან უბრალოდ განიტვირთოთ და დატკბეთ მადრიდის ცოცხალი ენერგიით.

 

  1. გრან ვია – და რაღა თქმა უნდა, მადრიდის საკულტო ქუჩა, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც მადრიდის ბროდვეი. ეს არის ხმაურიანი გამზირი, რომელიც სავსეა შთამბეჭდავი შენობებით, სავაჭრო ცენტრებით, თეატრებითა და ღამის ცოცხალი ადგილებით. საშოპინგოდ წასვლას გეგმავთ, ვახშამზე გასვლას, უბრალოდ სეირნობას თუ ქალაქის ენერგიის გაცნობას, გრან ვია არის ადგილი, რომელიც თქვენს მადრიდულ თავგადასავალს, კიდევ უფრო მომხიბლავს გახდის!

ეწვიეთ Wizz Air-ის ვებგვერდს, დაჯავშნეთ ბილეთები 219 ლარიდან, იმოგზაურეთ ესპანეთის დედაქალაქში და აღმოაჩინეთ თქვენი ახალი საყვარელი ქალაქი!