ტურისტულმა გამოცემამ, Lonely Planet-მა იზმირში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე არსებულ ქალაქ ურლას რეკომენდაცია გაუწია და იგი “2024 წლის საუკეთესო სამოგზაურო ადგილებს” შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ცნობილია თავისი ვენახებით, ქვის სახლებით, ქვაფენილიანი ქუჩებით, კომფორტული სასტუმროებითა და ულამაზესი ხედებით. გეტყვით 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა ეწვითოთ ეგეოსის ამ ულამაზეს ქალაქს.

Michelin-ის ვარსკვლავების მქონე რესტორნები

ურლაში ზეითუნის ზეთების მეშვეობით ადგილობრივი მზარეულები ქმნიან საუკეთესო კერძებს, ღვინისა და სხვადასხვა არომატული სასმელის თანხლებით. შესაბამისად, ქალაქში ხარისხიანი რესტორნები არსებულმა ტრადიციულმა კულინარიამ განაპირობა. ცხადია, ამ ყველაფერმა Michelin-ის ექსპერტების ყურადღებაც მიიპყრო და ქალაქმა რესტორნების მეშვეობით 2024 წელს მიშლენის სახელმძღვანელოს 6 ვარსკვლავი მოიპოვა. ეს დიდი ინოვაციაა ქალაქისთვის.

ურლას ღვინოები

ურლას ზომიერი კლიმატი იდეალურია მევენახეობისთვის. ძველად რეგიონში წარმოებულ ღვინოებს ამფორებში ათავსებდნენ და ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე, რაც დიდი პოპულარობით სარგებნლობდა რეგიონში. სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომაც მასპპინძლობს ქალაქი ყოველ წელს ღვინის ფესტივალს. იგი ტარდება ყოველი წლის, აგვისტოს ბოლოს. აქ საუკეთესო ყურძნის ჯიშებია წარმოდგენილი, მათ შორის Urla Karası, Foça Karası და Gaydura.

ზეთისხილისკენ მიმავალი გზები

ურლა გეოგრაფიულად ნაყოფიერ ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი ცნობილია ზეთისხილის მოყვანის კულტურით, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. აღსანიშნავია “ზეთისხილის სახლები”, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ მისი წარმოების ისტორიას და დააგემოვნოთ სხვადასხვა ჯიშის ზეთისხილი. ამისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ კლაზომენაის (Klazomenai), რომელიც ურლას უძველეს დასახლებაა.

ისიამოვნეთ თბილი ეგეოსით ზამთარში

ურლა საზღვაო დასვენების თვალსაზრისით ტურისტებში ძალიან პოპულარულია. მისი თბილი კლიმატის დამსახურებით ყოველ ზაფხულსა თუ ზამთარს ქალაქში ვიზიტორთა დიდი ნაკადი მოემართება. აქ შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი ქუჩები, მოედნები, კაფეები და სხვ.