თურქული ყავა – საუკუნეების მანძილზე გავრცელებული კულტურული მემკვიდრეობა
მსოფლიოში ყოველდღიურად 2 მილიარდ 25 მილიონ ფინჯან ყავას მიირთმევენ. მართალია მისი სახელი თურქული ყავაა, თუმცა თურქეთის ტერიტორიაზე ყავა არ ხარობს. მისი ეს სახელი მომზადების მეთოდთან არის დაკავშირებული. ანატოლიაში ყავა პირველად მე-16 საუკუნეში იემენიდან შეიტანეს და იგი მალე შეიყვარეს თურქეთში. დასავლურმა სამყარომ ყავა თურქების მეშვეობით გაიცნო. მე-17 საუკუნეში თურქეთში ჩასულმა ვენეციელმა ვაჭრებმა ოსმალეთში გასინჯული ეს არომატული ყავა ევროპაში წაიღეს. შემდეგ ყავა ევროპაში ფართოდ გავრცელდა და ყველამ აიტაცა. მაშ ასე, მე-16 საუკუნიდან მოყოლებული თურქულ ყავას განსაკუთრებული ადგილი უკავია თურქულ კულტურაში.
„როგორ ყავას ისურვებდი“?
ყავის მოყვარულებმა იციან, თუ როგორია სინამდვილეში გემრიელი ყავა, ხოლო უმრავლესობის არჩევანი კი სწორედ თურქულ ყავაზე ჩერდება. სწორი მეთოდით მომზადება ყავას განსაკუთრებულ გემოს და არომატს მატებს. ყავის მომზადების მეთოდი საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი უნიკალურობას არ კარგავს. იგი მზადდება წვრილად დაფქული და დაფხვნილი ყავის მარცვლების ცივ წყალში მოხარშვით. ადუღებამდე მასზე ხავერდოვანი ქაფი წარმოიქმნება. სხვა ყავებისგან განსხვავებით, თურქულ ყავას ასხამენ ფინჯანში და მიირთმევენ ჭიქა წყალთან ან რაიმე ტკბილეულთან ერთად.
დღეს ყავის კულტურას დიდი ადგილი უკავია ანატოლიელი თურქების და ზოგადად, თურქი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში.