ზეცაში რაღაც ჩვეულო სიმშვიდეტრიალებს. იმ წამებში, როცა თვითმფრინავიმაღლა აიჭრება და ძრავების ხმაურითანდათან მოსაწყენ ერთფეროვნებაშიგადაიზრდება, თვალები ცხადია ფანჯრისკენგაიქცევა. იქ, თხელი მინის მიღმა, ღრუბლებიციხეკოშკებივით ჩალაგებულან, ჰორიზონტზე კი თოვლით დაფარულიმთები ან უცნობი ქალაქის სინათლეები ჩანს. ზიხარ შენს ადგილზე ნომრით 27A დაცხოვრებისეულ პრობლემებსა თუ მიზნებზეიწყებ ფიქრს.

გაკვეთილი #1: მაღლიდან ყველაფერი პატარაჩანს

ზემოდან რომ იყურები, პრობლემები მართლაციკარგება. კარს მომდგარი ბოლო ვადებისაოცნებო პროექტის თუ ათწლიანი იპოთეკის, უსიამოვნო საუბრები ან შუა გზაზე მიტოვებულისაქმეებიჰაერიდან სულ სხვა მასშტაბითგეჩვენება. უცებ ხვდები, რომ რაღაც უფრომასშტაბურის ნაწილი ხარსამყარო იმაზე ბევრადდიდია, ვიდრე ყოველდღიურობაში დაკარგულსგეჩვენება და წინ უფრო მეტი გელოდება, ვიდრეგგონიაამ განცდას კი სულ სხვანაირი სიმშვიდემოაქვს.

გაკვეთილი #2: სილამაზე ცვლილებებშია

ფრენა ყოველწამიერი ცვლილებააწამებშიჩამოიტოვებ საქართველოს მწვანე ველებს დაჰორიზონტზე უკვე შავი ზღვა გადაიშლება. ღრუბლები წამის მეათედში იცვლიან ფორმებს დალანდშაფტი დაჭერილი არ გაქვს, რომ უკვე ახალიხედი იშლება. სინათლე რომ სინათლეა, ისიც კითვალის დახამხამებაში გისხლტება ხელიდანშენკი არაფერს აკეთებ, ზიხარ და უბრალოდ უყურებ. ცხოვრებაც ხომ ასე სწრაფად, მაგრამამავდროულად ნელა და უხმაუროდ იცვლება. სილამაზე კი სწორედ ამ ცვლილებებშია.

გაკვეთილი #3: სიჩუმე ფუფუნებაა

დღეს, როცა ყველაფერი ხმაურითაა სავსე, სავარძელი ფანჯარასთან ერთერთი იმ იშვიათადგილთაგანია, სადაც დრო ჩერდება. აქ არარსებობს შეტყობინებები, ზარები, გასაკეთებელისაქმეები, აქ მხოლოდ ცა და შენ ხართ. და სწორედამ სიჩუმეში მოდის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც თავს არიდებდი; იმ ტკივილზეც კიიწყებ თამამ ფიქრს, რომელსაც წლები გულითატარებდი, მაგრამ არასოდეს აღიარებდი; აქ, ამფანჯარასთან, დებ პირობას, რომ ბოლოსდაბოლოსგაბედავ და გადადგამ იმ პირველ ნაბიჯს, რომელიცშენი საოცნებო ცხოვრებისკენ წაგიყვანს. სწორედაქ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, სრულსიჩუმეში ხვდები ნამდვილმე”- და თვალებშიმშვიდად უყურებ.

გაკვეთილი #4: ზეცაში მოთხრობილი ისტორიები

თითოეული მგზავრი, ფანჯრის მიღმა სხვადასხვარამეს ხედავს და სხვადასხვა გაკვეთილებსსწავლობს. ვიღაცას ნოსტალგიური განწყობა აქვსდა იმ სანაპიროს იხსენებს, სადაც ბავშვობაშითამაშობდა. სხვა მოლოდინითაა სავსე და იმქალაქზე ფიქრობს, სადაც პირველად ჩაფრინდება. თვითმფრინავის ფანჯარა ერთდროულად სარკეცარის და სცენაცადგილი, სადაც შენი ისტორიაცოცხლდება, მიუხედავად იმისა, ვინ ხარ და რაზეფიქრობ.

გაკვეთილი #5: მთავარი გაკვეთილი

თუმცა, ყველაზე მთავარი გაკვეთილი, ხშირადმზის ამოსვლის ან ჩასვლის უკავშირდება. ცისფერების თამაში, იისფერიდან ოქროსფრამდეგადაჭიმული პანორამა გასწავლის, რომსილამაზე წამიერია. ვერასდროს გამოიჭერ დაშეინახავ მზის ჩასვლასმხოლოდ უნდა უყუროდა დატკბე. და სწორედ ესაა ფრენის მთავარიგაკვეთილიც: დააფასო წუთი ისე, რომ მის ხელშიჩაგდებას არ ეცადო.

შემდეგ ჯერზე, როცა 27A-ზე, ან ნებისმიერადგილზე დაჯდები, უბრალოდ კი ნუმიაშტერდები სივრცეს, დააკვირდი. დაინახე, თუ როგორ მშვიდდება სამყარო, როგორნელდება ფიქრები და რამხელა გაკვეთილებსგთავაზობს ცა. ფრენა ხომ მხოლოდდანიშნულების ადგილზე ჩასვლა არ არისისარის მოგზაურობა საკუთარ თავში.

მშვიდობიან ფრენას და საინტერესო აღმოჩენებსგისურვებთ,

ავიაკომპანია Wizz Air.