გერმანიიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნითსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს, რომელიც წლოს ბოლომდე გაგრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზემაღალრეიტინგული ტელევიზიების: ZDF-ის, VOX-ის, n-tv-სა და Sky-ის ეთერით საქართველოს ტურისტულიპოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენებამიმდინარეობს. ტელეკომპანიების აუდიტორია 66 მილიონს აჭარბებს.
ვიდეო რეკლამის პარალელურად გერმანიის დიდ ქალაქებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურგამზირებზე საქართველოს ზამთრის კურორტებისა დაქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებსარეკლამო ბანერებია განთავსებული.
კამპანიის მიზანია, ზამთრის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ზამთრის კურორტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას გერმანიიდან საქართველოში.












