საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. კომპანიის ცნობით ისინი ქართულ ბაზარზე მარტის ბოლოდან და აპრილის პირველ ნახევარში გამოჩნდებიან.
“30 მარტიდან – გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways – ლონდონი-თბილისი.
31 მარტიდან – ბრიტანული დაბალბიუტერური easyJet სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი.
12 აპრილიდან – ფრანგული Transavia France- პარიზი-თბილისი.
12 აპრილიდან Lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისი”- აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.