ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ახალი გაფრენის ტერმინალის მასობრივი ტესტირება შედგა. ტესტირებისას რეგისტრაცია ღია იყო ყველა მსურველისთვის. რეკორდულ დროში მოხალისეთა რაოდენობამ 1000 გადააჭარბა. ტესტირებაში მონაწილე ამოწმებდნენ ბარგს, იდგნენ რიგებში და საბაჟო კონტროლსაც კი “გადიოდნენ”.

„ტერმინალი ვილნიუსის აეროპორტის გამტარუნარიანობას აორმაგებს და ჩვენი მიზანია ერთდროულად უფრო მეტ მგზავრს შევუქმნათ მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილება. ჩვენ მადლობელი ვართ ყველა მოხალისის, ვინც დათანხმდა, გამოყო დრო და წვლილი შეიტანა პროცესების უკეთ წარმართვაში. ახალ ტერმინალში რეგისტრაციის მათი გამოცდილება, გამოხმაურება და დაკვირვებები დაგვეხმარება სწორად შევაფასოთ შენობის მუშაობა მაღალი დატვირთვის პირობებში, გამოვასწოროთ არსებული ხარვეზები და პროცესები გავაუმჯობესოთ. მოხარულები ვართ, რომ აეროპორტების ისტორიაში პირველად შეგვიძლია საზოგადოების ჩართვა ასეთ რთულ და უნიკალურ პროექტში“, – განაცხადა სიმონას ბარტკუსმალიეტუვის აეროპორტების (LTOU) გენერალურმა დირექტორმა.