Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, 2022 წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს! გასული წლის იანვრიდან დეკემბრამდე, Wizz Air 45,7 მილიონმა მგზავრმა აირჩია. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 110.2%-იანი ზრდა გახლავთ.

2022 წელს Wizz Air-მა განაგრძო გაფართოება, რაც 142 მიმართულებით 275 ახალი მარშრუტის დამატებაში გამოიხატა. გასული წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ 27 სრულიად ახალი Airbus თვითმფრინავი მიიღო, რამაც მისი ფლოტის ზომა 177-მდე გაზარდა. ულტრათანამედროვე საჰაერო ფლოტის დამსახურებით, ავიაკომპანიის ნახშირბადის საშუალო წლიურმა ემისიამ 55,2 გრამი შეადგინა, რაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში Wizz Air-ის მიერ ოდესმე დაფიქსირებული მაჩვენებლებიდან ყველაზე დაბალია.

ავიაკომპანია Wizz Air-ის ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართულ ბაზარზე. ავიაკომპანიამ ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით 3,2 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანია ამჟამად ახორციელებს 27 მარშრუტს საქართველოდან შემდეგი მიმართულებებით: ავსტრია, ბელგია. კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ესპანეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

„ჩვენ ვამაყობთ გასული წლის მიღწევებით! 2022 წელი რეკორდულია გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, დავაარსეთ ახალი AOC, დავამატეთ ახალი თვითმფრინავები ჩვენს ფლოტში, დავჯილდოვდით, როგორც ევროპის ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია CAPA-ს მიერ და შევედით ახალ ბაზრებზე, მიუხედავად უდიდესი გამოწვევებისა მთელი ტურისტული ინდუსტრიის წინაშე. ასევე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს ბაზრის უწყვეტი ზრდით, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ნომერ პირველია ქვეყანაში და მგზავრებს შევთავაზოთ უფრო მეტი მიმართულება, ვიდრე ოდესმე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს Wizz Air-ის არჩევისთვის მისი დაბალი ტარიფების, მრავალფეროვანი, პირდაპირი მიმართულებების, შესანიშნავი საბორტო მომსახურებისა და ულტრაეფექტური თვითმფრინავების გამო და იმედია კიდევ უფრო მეტ მგზავრს ვუმასპინძლებთ ბორტზე 2023 წელს“,- განმარტავს Wizz Air-ის ავიაქსელის ოფიცერი ეველინ ჯეკელი.

Wizz Air-ის შესახებ: 

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი  27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.