საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, ქალაქ სინშისაერთაშორისო სამთო-სათავგადასავლო ტურიზმისკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები გააცნეს. კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამთო–სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას, მიღწეულ შედეგებსა და მომავალ გეგმებს.
კონფერენციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, შეხვედრებიგამართეს საერთაშორისო სამთო ტურიზმის ალიანსის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ გუიჯოუს პროვინციის მთავრობის, ასევე 20-მდე ქვეყნის სამთო ტურიზმში ჩართული სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.