თურქეთში მრავლადაა ულამაზესი საფეხმავლობილიკები, რომლებიც ანატოლიის უძველესიცივილიზაციების ისტორიას ასახავს. შემოგვიერთდით ამ გამორჩეულ სალაშქრომარშრუტებზე, რომლებიც ეგეოსიდან ხმელთაშუაზღვასა და ცენტრალურ ანატოლიამდეა გადაჭიმულიდა იმოგზაურეთ შორეულ წარსულში.
ლიკიის ბილიკი
გრძელ საფეხმავლო მარშრუტს, რომელიც იწყება ფეთჰიედან და გრძელდება ანტალიამდე, ლიკიის ბილიკი ეწოდა. მისი შესწავლა 1992 წლიდან დაიწყეს. ლიკიის გზა 540 კმ სიგრძისაა. ტყეებით გარშემორტყმული ეს რეგიონი ასევე ყურადღებასიპყრობს თავისი უძველესი ქალაქებით, რომელთა ნაწილიც იუნესკოს მემკვიდრეობის არამატერიალურ სიაშია შეყვანილი. ეს არის წმინდა პავლეს გზა, რომელიც მიჰყვება იმ მარშრუტს, რომელიც წმინდა პავლემ გამოიყენა ძველად ანატოლიაში ქრისტიანობის გასავრცელებლად. სწორედ ამ ბილიკებზე შეგიძლიათ ოჯახთან ერთად გაისეირნოთ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით. საინტერესოა აქ არსებული კარაინისა და დამლათაშის მღვიმეები, კანიონები, ეროვნული პარკები და სხვ. ლიკიის ბილიკი სხვადასხვა წყაროების მიერ დასახელებულია მსოფლიოს 10 საუკეთესო საფეხმავლო მარშრუტს შორის. იგი მდებარეობს თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ რეგიონში.
კარიას გზა
ასევე შეძლებთ ნახოთ კარიას გზა, რომელსაც ეს სახელწოდება მასში არსებული კარიული ცივილიზაციის გამო ეწოდა. ეს მარშრუტი გადის აიდინისა და მუღლას პროვინციებს .ეს მშვენიერი ნახევარკუნძული არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილიტურისტული გაჩერება თურქეთის რივიერაზე. აქ ნახავთ საინტერესო თურქული სტილის ნავებს, რომლებიც ზღვაზე სეირნობისთვის გამოიყენება.
პისიდია
პისიდია არის მარშრუტი, რომელიც მოიცავს პისიდიას რეგიონს თანამედროვე ანტალიის სამხრეთით ულამაზეს მთებში. მასში წარმოდგენილია უძველესი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობები და თვალწარმტაცი ბუნება. იგიმოიცავს შემდეგ უძველეს ქალაქებს – ანტიოქია, კრემნა, ადადა და სელგე, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო მეტი გაიგოთ რეგიონის უძველესი წარსულის შესახებ.
ხეთების გზა
ხეთების ბილიკი გთავაზობთ შესაძლებლობას, შეისწავლოთ აღნიშნული ცივილიზაცია, მისი ისტორიული დასახლებები და გაეცნოთ მათ მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. თავისი 450-წლიანი მეფობის განმავლობაში ამ ძლევამოსილმა იმპერიამ მრავალი წვლილი შეიტანა კაცობრიობის ისტორიაში. იგი ანატოლიის გულში მდებარეობს. ხეთების გზა 380 კილომეტრი სიგრძისაა და მოიცავს 17 განსხვავებულ მარშრუტს. მარშრუტი აკავშირებს ხეთების უძველეს დედაქალაქ ჰატუზას ისტორიულ პუნქტებთან –ალაჩაჰოიუკთან და შაპინუვასთან.
ცენტრალური ანატოლია, ფრიგიის გზა
ფრიგია მდებარეობდა სამეფო ანატოლიის დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში, ახლანდელ აზიურ თურქეთში, მდინარე სანგარიოსზე . ფრიგიის გზა მიესალმება პროვინციებს ანკარას, აფიონკარაჰისარს, ესქიშეჰირსა და კუთაჰიას შორის. მარშრუტი იწყება Yazılıkaya-დან, რომელიც ფრიგიელთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია და იგი გრძელდება ესქიშეჰირამდე. ესქიშეჰირში შეგიძლიათ ეწვიოთ ოდუნფაზარის უბანს, რომელიც 2012 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეიყვანეს. ფრიგიის გზის მარშრუტი 500 კმ-ის სიგრძისაა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობას თან ახლავს შთამბეჭდავი შენობების მონახულება, როგორიცაა მნიშვნელოვანი ეკლესიები, სამარხები, კლდოვანი დასახლებები და სხვ.