EURO 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზ საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმარეისმა კიოლნში 219 ქომაგ ჩაიყვანა.

29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 7 ჩარტერი დაინიშნა. კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkg.ge-ს პლატფორმაზეშესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი უკვე სრულად ამოიწურა. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაEUR 390-ს შეადგენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქააძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

,,უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ის უდიდესი გამარჯვება, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა და წარმატება ვუსურვო ესპანეთთან მერვედფინალურ თამაშში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჯგუფური ეტაპის პერიოდში 30მდე ჩარტერი დააორგანიზა და საშუალება მისცა 6000 მდე გულშეკატკივარს ჩვენი ნაკრების თამაშებს დასწრებოდა, მიეღო საოცარი ემოცია და ერთად გვეზეიმა გამარჯვება. ფლეი ოფზე კი 7 ჩარტერის დანიშვნა მოხერხდა. რამაც მერვედფინალურ მატჩზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1200-მდე მგზავრს მისცა. მნიშვნელოვანია, რომ ჩარტერულ რეისებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00

29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00

30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30

1 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:20

1 ივლისი კიოლნი -თბილისი, გაფრენა 20:00

2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 15:00

2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:10

გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიოფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.