„ჯორჯიან ეარვეისმა“ ახალი ავიახომალდის „ბოინგ767-300“ – ის პრეზენტაცია გამართა, რომლითაცორშაბათს, 17 ივნისს, ქართველი ქომაგებიგერმანიაში, საქართველოს ნაკრებისსაგულშემატკივროდ გაემგზავრებიან. სისტემებით. ,,ჯორჯიან ეარვეისი” ქართული ავიაკომპანიებიდანპირველია, რომელმაც მსგავსი ბორტი საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანა. ”ბოინგ 767-300“გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით.ბორტის უპირატესობა ხანგრძლივი პირდაპირიფრენების შესრულებაა. მას უწყვეტი 12 საათიანიპირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.
ახალი ავიახომალდის პრეზენტაცია თბილისისსაერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მას პირველივიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისმოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურიდირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი გოჩამეზვრიშვილი და თბილისისა და ბათუმისსაერთაშორისო აეროპორტების გენერალურიმენეჯერი თეა ზაქარაძე დაესწრნენ.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიახომალდი ამ ეტაპზე რეისებს ჩინეთის, ტაილანდის და ინდოეთისქალაქების მიმართულებით განახორციელებს.
”მივესალმებით პირველ ფართოფიუზელაჟიან ე.წ. Wide Body ხომალდს საქართველოს ავიაციაში. ქართული ავიაკომპანიისთვის ეს არის პირველიშემთხვევა, როდესაც ასეთი დიდი ზომის საჰაეროხომალდი ჰყავს. მისი ტევადობა 250 მგზავრზე მეტიადა მას 12 საათამდე შეუძლია ფრენა, რაც უკვესაშუალებას გვაძლევს და ავიაკომპანიაც გეგმავს, რომ ჩინეთის მიმართულებით აქტიურად დაიწყოსფრენები.
ასევე. ტაილანდი და ინდოეთი ძალიანმნიშვნელოვანი ბაზრებია ჩვენთვის და მივესალმებით ამ მიმართულებების განვითარებას. რა თქმა უნდა ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა ქართულავიაკომპანიას, განსაკუთრებით იმისთვის, რომავითვისოთ ახალი ბაზრები, მოვიზიდოთ უფრო მეტიტურისტი ჩვენს აეროპორტებში და მადლობა მინდაგადავუხადო ,,ჯორჯიან ეირვეისის” ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მუდმივადზრუნავენ ქართული ავიაციის განვითარებისთვის და შესაძლებლობას აძლევენ, როგორც ქართველ ისესაერთაშორისო ვიზიტორებს, რომ იფრინონსაქართველოში და მოინახულონ ჩვენი ულამაზესიქვეყანა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბორტი 250-ადგილიანია და მოიცავს პირველი კლასისსალონსაც. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლებიაღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით. „ჯორჯიან ეარლაინსგრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სტუმრებსავიახომალდის მთავარი მაჩვენებლები და მუშაობისპრინციპი, უსაფრთხოების საკითხები, მაღალისტანდარტები და ხომალდის სხვა უპირატესობებიგააცნო.