26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, Georgian Airways-ის ყველა ბორტი საქართველოს დროშებით მოირთო.

„რაც გვეამაყება და გვაერთიანებს – ქართული დროშაა, რომელსაც Georgian Airways-ი 30 წელზე მეტია ღირსეულად ატარებს მსოფლიოს გარშემო!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია!“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.