22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საჰაერო სატვირთო ტერმინალი ,,ლასარე’’ თბილისის მერიის თანადგომით გამწვანების აქციას გეგმავს. კომპანიის
ინიციატივით სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე – კერძოდ, ჰუალინგის დასახლებაში გამწვანებულ ტყე-პარკს ,,ლასარეს’’ ძალისხმევით შეემატება ახალი წიწვოვანი ხეები.
გამწვანების აქციაში კომპანიის თანამშრომლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი. მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად ,,ლასარე’’ გეგმავს, რომ აღნიშნული გარემოსდაცვითი აქტივობა ყოველწლიური ხასიათის გახდეს.
,,ლასარე’’ 34 წელია სატვირთო გადაზიდვების სფეროს ავითარებს საქართველოში, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ეკოლოგიაზე ზრუნვაა, ამას მოწმობს ტერმინალის ტერიტორიაზე არსებული მზის პანელები,
ეკომეგობრული ელექტრო ტექნიკის გამოყენება სამუშაო პროცესში და არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა, რაც ნათლად გამოკვეთს კომპანიის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას.
მთავარი ავიაკომპანიები დედამიწის დღესთან დაკავშირებით “ლასარე” თბილისის მერიის თანადგომით გამწვანების აქციას გამართავს