რუმინეთში ახალი ავიაკომპანია Bees Airlines ამოქმედდა, რომელიც იყენებს უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline-ის სახელსა და სტილს. განსხვავება მხოლოდ ერთ ასოშია – s.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის ამჟამად გადის სერტიფიცირებას და ელის, რომ პირველ რეისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტიდან 2024 წლის გაზაფხულზე განახორციელებს.
რუმინული Bees Airlines აპირებს განახორციელოს საერთაშორისო ჩარტერული ფრენები 180 ადგილიანი Airbus A320 თვითმფრინავით ევროპის, აზიისა და აფრიკის ქალაქებში.
საავიაციო რეესტრი airfleets.net მიუთითებს, რომ Bees Airlines ემზადება ფრენები Airbus A320 თვითმფრინავის შეასრულოს, რომლის სარეგისტრაციო ნომერიც იქნება YR-BUZ. აღნიშნული საჰაერო ხომალდი ექსპლუატაციაშია 2003 წლიდან და მანამდე ფრენებს ასრულებდა დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე უკრაინულმა „ლოუქოსტერმა“ Bees Airline დაკარგა თვითმფრინავების მთელი ფლოტი. 2022 წლის 24 თებერვლამდე ავიაკომპანიის ოთხი Boeing 737-800 მეიჯარემ ომის რისკების გამო გაიწვია.
2022 წლის ზაფხულში უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა გასცა ბრძანება Bees Airline-ის ოპერატორის სერტიფიკატის გაუქმების შესახებ. მიზეზი იყო ის, რომ ავიაკომპანიის ფლოტი შედგებოდა ორზე ნაკლები თვითმფრინავისაგან.
ამ ვითარებამ განაპირობა ის, რომ უკრაინული Bees Airline-მა ვერ გააგრძელა ოპერირება საერთაშორისო ბაზრებზე, ისევე როგორც ეს შეძლეს სხვა უკრაინული ავიაკომპანიებმა SkyUp Airlines, Roza Vetrov და Skyline Express (ყოფილი Azur Air Ukraine).