4 თვიანი პაუზის შემდეგ სტამბოლის მადამ ტიუსოს მუზეუმი (Madame Tussauds ) გაიხსნა. მუზეუმი, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე მდებარეობს 17 მარტის შემდეგ კარანტინის გამო დაიკეტა. 

მუზეუმის ადმინისტრაცია მსოფლიო ტრენდს არ ჩამორჩა და ცვილის ყველა ფიგურას პირბადე გაუკეთა და ასევე, მოახდინა მათი სოციალური დისტანცირება. 

მადამ ტიუსოს მუზეუმის ვიზიტორები განმარტავენ, რომ პირბადის გამო ფოტოები მათ ყოველთვის გაახსენებს გადაღების თარიღს – 2020 წელს, როდესაც პირბადეს ყველა ვარსკვლავი ერთნაირად ატარებდა. აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლომდე მუზეუმში ფასდაკლებაა და ბილეთის ფასი 49 ლირას შეადგენს.