4 ივლისს დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, ავიაკომპანია Wizz Air-ის ვებგვერდი შეფერხებით იმუშავებს.
“გვინდა გაცნობოთ, რომ 4 ივლისს, ღამის 12 საათიდან დღის 12 საათამდე შეფერხებით იმუშავებს ავიაკომპანია Wizz Air-ის ვებსაიტი და აპლიკაცია. დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოები, რომლის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ჩვენი ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის სტაბილურობა და სიჩქარე.
დროის მოცემულ მონაკვეთში, შეიძლება გაითიშოს სრულიად სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები დროებით ვერ შეძლებენ ფრენების მოძიებას, დაჯავშნასა თუ ონლაინ რეგისტრაციას. თუმცა, ჩვენ პროაქტიული ზომები მივიღეთ, რათა თავიდან აგარიდოთ დისკომფორტი გაფრენამდე.
ონლაინ Რეგისტრაციის გავლა შეფერხების დაწყებამდე, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სახის შეფერხება. Თუმცა, ვითვალისწინებთ, რომ ყველა მგზავრი ვერ შეძლებს გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია და სწორედ ამ მგზავრებისთვის, 4 ივლისს, ღამის 12-დან დღის 12 საათამდე, უზრუნველვყოფთ უფასო რეგისტრაციის პროცედურას აეროპორტებში.
გულწრფელად გიხდით ბოდიშს მოსალოდნელი შეფერხებებისთვის და გარწმუნებთ, რომ სერვერის პროვაიდერის ცვლილება მიზნად თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავს. პროცესის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ ელოდოთ მეტად საიმედო და ეფექტურ პლატფორმას ყველა თქვენი სამოგზაურო საჭიროებისთვის.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, უსაფრთხო მგზავრობას და მოუთმენლად ველით ბორტზე თქვენს ნახვას!”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 184 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.