მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანიგამოცდილება აქვს. ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული  2000 მ2  მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს.დაინტერესებულ პირებს წინადადების წარმოსადგენა 45 დღიანი ვადა ეძლევათ.

ტექნიკური დავალების თანახმად, ტერმინალის  სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800 -900 მ2 და გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად  100 მგზავრის მომსახურებაზე. ასევე დასაპროექებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაახლოებით  5000 მ2 ფართზე,სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.

კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=562112&lang=ge

პროექტი უნდა  მომზადდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, რაცმოიცავს ასევე საექსპერტო დასკვნ წარდგენის ვადას.